იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები.
