საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინშია
ბორდის სხდომა დღეს გაიმართება, სადაც რვა კანდიდატის მონაცემებზე იმსჯელებენ. დღესვე გახდება ცნობილი ვინ გადავა მეორე ტურში. კანდიდატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შერჩევის პრინციპი გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ.
