ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ. ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა, რამაც გეგიძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. ის უკვე დაკავებულია. შსს-ს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
