საავტომობილო გზის მშენებლობა
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ახალი საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს საათ ნახევრით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად, მგზავრობისათვის საჭირო სამ საათ ნახევარი იქნება. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.
