ბათუმში საოჯახო მედიცინის ცენტრში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდგინდა
ბათუმში კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის არიან მედიკოსებიც. ისინი საოჯახო მედიცინის ცენტრის თანამშრომლები არიან. სულ რეგიონში ათასამდე კოვიდ დადებითია. მათ უმრავლესობას კლინიკებში მკურნალობენ, ამ ეტაპზე აჭარაში სულ რვა სამედიცინო დაწესებულება ემსახურება კოვიდპაციენტებს. აჭარის მთავობის თავმჯდომარე მოსახლეობას არწმუნებს, რომ სისტემა გამართულია და ვითარებას აკონტროლებენ.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
