სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არჩევნებში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნული მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ. მათ შორის, უკვე გადაამზადეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ოპერატორები; გამოყო ჯგუფიც, რომელიც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას გაუწევს
