რთველი კახეთში - მინისტრი საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა, ამ დროისთვის გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი
რთველის მიდინარეობას ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი. როგორც ლევან დავითაშვილმა თელავში განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ. 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი. პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო. პანდემიით შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხდება
