შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატი
იმერეთიდან გადავინაცვლოთ შიდა ქართლში. გიორგი ხოჯევანიშვილის გზა გუბერნატორობიდან მოდის. ის გამარჯვების მოპოვებას გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში შეეცდება. ყოფილი გუბერნატორის პრიორიტეტი, როგორც თავად აცხადებს, კვლავ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა პრობლემების მოგვარება იქნება.
