თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილს და მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით ფონდი ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ ანონსს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ფონდს სამხრეთ ამერიკაში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს, როგორც ეს ანონსშია მოყვანილი.
