კოვიდ 19-ის გავრცელების დინამიკა ისევ მზარდია
აჭარა კი, კვლავ ყველაზე მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, ეპიდემიოლოგები ვირუსის ლოკალიზებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ აქტიურად გრძელდება რეგიონში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგი. განათლების სისტემაში კიდევ ერთი კერა გაჩნდა. ამჯერად წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლაა იზოლაციაში.
