უცხოური მედია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს
პუბლიკაციის ავტორი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, საკუთარ ბლოგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ის სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გეგმავდნენ.
