ქართველი ფერმერების გამოფენა
ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ქართველი ფერმერების გამოფენა გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეწარმეებს სასურსათო პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ასევე საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გახსნეს. მინისტრმა გასტრო-ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა.
