მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა დასრულდა
ორ დღიანი მაღალი რანგის ღონისძიება კონკრეტული შედეგით დამთავრდა. გლობალური ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები თბილისში დაისახა. ფორუმის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ერთიანი მიდგომების შემუშავებას გულისხმობს იმისთვის, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სფერო ხელახლა წარმატებით ამუშავდეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მასშტაბური ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
