აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია
დღეს დადასტურებული 179 შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ ამ რეგიონს უკავშირდება. გრძელდება მასობრივი თერმოსკრინინგი და გამკაცრებულია კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით გასულ დღე-ღამეში 12 ათასამდე ტესტი ჩატარდა. მხოლოდ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსი დაუდასტურდა თსუს სტუდენტს, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. კონტაქტები იზოლაციაში არიან. მეორე დღეა ეპიდაფეთქების კერაში იმყოფება და ვითარებას ეცნობა ჯანდაცვის მინისტრი, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. აქტიურად განიხილება ბინაზე მკურნალობის მეთოდი. პროტოკოლი რამდენიმე დღეში დამტკიცდება და ის პირველად ბათუმში ამოქმედდება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
