ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან
სწორედ მიქსერმა , ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მიქსერი "ქრონიკასთან" ამბობს, რომ რაც უფრო მეტ წარმატებულ რეფორმას ატარებს ქვეყანა და ეს საქართველოსთან მიმართებაში არაერთ დოკუმენტშია ასახული, მით უფრო დიდია ინტერესი და მოლოდინი ევროპარლამენტიდან. ევროპელი დეპუტატის თქმით, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, მხარდაჭერას და ეს ეხება როგორც კოვიდ 19-ის გამო შექმნილ კრიზისს, ისე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
