ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები
საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის დასადასტურებლად. ეს ჩანაწერი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში მოხვდა. ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ევროპელი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციით წარიმართება. აღიარებენ ქვეყნის პროგრესს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით. პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანობას და საქართველოს რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად განიხილავენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
