ევროპარლამენტის რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
ასევე, დადებითად არის შეფასებული საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებული საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა. დოკუმენტში ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყების საქმიანობის მნიშვნელობა ტრანსნაციონალური დანაშაულის, განსაკუთრებით, ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემცირების კუთხით.
