ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი, ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე სტატიას აქვეყნებს და წარმატებულ მაგალითად მოჰყავს საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი
პუბლიკაციის ავტორი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, საკუთარ ბლოგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ის სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ
