აჭარაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტეს, რომ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის მიუხედავად რეგიონში ვირუსი ლოკალიზებულია. აჭარაში რჩება ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო . მინისტრის განცხადებით, კოვიდ კლინიკებთან დაკავშირებით პრობლემები არ არესბობს.
