2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა
თავდაცვის უწყების ინფორმაციით 2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება. სამხედრო მოსამსახურეებმა რეზერვისტობის მსურველებს რეგისტრაციამდე პირობები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
