აჭარაში შექმნილი ეპიდ ვითარება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეაფასეს
აჭარაში შექმნილი ეპიდ ვითარება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეაფასეს. ითქვა, რომ რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. საბჭოს წევრები განმარტავენ, რომ დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის მიუხედავად რეგიონში ვირუსი ლოკალიზებულია და პრობლემები არ არსებობს კოვიდ კლინიკებთან დაკავშირებითაც. ცნობისთვის დღეს აჭრაში პაციენტების მკურნალობაში კიდევ ერთი კლინიკა ჩაერთო 170 საწოლით.
