გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები . ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, საუდის არაბეთთან ბიზნეს და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოვოს და მიესალმება საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზრებზე კიდევ მეტი ინვესტორის შემოსვლას. ხაზი გაესვა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ასევე კერძო ბიზნესის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებულ პოტენციალს.
