ბათუმში მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა
ქალაქში შემსვლელი და გამომსვლელი ყველა მოქალაქე თერმოსკრინინგს გაივლის. პროცესში ჩართულნი არიან სამართალდამცველები. მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან ყველა დაწესებულებაში, აფთიაქსა თუ რესტორანში. მკაცრად გაკონტროლდება დისტანცია და პირბადეების გამოყენება. 7 სექტემბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ინფიცირებული სწორედ აჭარაში გამოვლინდა.
