ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მუდმივ გაღრმავებას მიესალმება და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს აღიარებს
ნათქვამია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში. ევროპარლამენტი ასევე მიესალმება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების საერთაშორისოდ აღიარებულ რეაგირებას კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. ცნობისთვის დოკუმენტი ევროპელმა კანონმდებლებმა - 552 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა, წინააღმდეგი 61 იყო, ხოლო თავი შეიკავა ევროპარლამენტის 78-მა წევრმა.
