სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედროს კოვიდ 19ი ბათუმში ყოფნის შემდეგ გამოუვლინდა. ამავე ინფორმაციით, იგი ბათუმში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა და სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია.
