სასწავლო პროცესი ახალ რეალობაში დაიწყო
დღეიდან ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში განახლდა . 1 ოქტომბრიდან კი, სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომლის გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალიც, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.
