ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპკორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს ხვდება
განხილვის თემა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებია. კანონპროექტის მიხედვით, ისევე როგორც სააპელაციოს, რაიონული სასამართლოების შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. ამით მმართველი გუნდი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. პროექტზე პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.
