„ოდესღაც და მუდამ შარიანი მიშა“- ამ სათაურით სტატიას მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიის შესახებ ამერიკული გამოცემა აქვეყნებს
ავტორი ბრაიან მაკნიკოლი აღწერს, როგორ ცრუობს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამის დასტურად ფაქტებს იყენებს. მაგალითად, სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი უმძიმესია სხვა რამეს აჩვენებს საერთაშორისო რეიტინგები. სტატიაში განხილულია სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი და ამერიკული კავშირებიც. მის მოკავშირედ სახელდება ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რენდი შერემანი. სტატიის ავტორის ინფორმაციით, ამ ადამიანს საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტით მილიონის მეოთხედს უხდიან და ამიტომ ცდილობს ქვეყნის წინსვლა დამალოს და საპირისპირო სურათი წარმოაჩინოს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
