ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს
საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორია ამბიციური შეთანხმებითა და მიზნებით. ასე მიმართა ევროპარლამენტს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ევროპელმა კანონმდებლებმა ღიად თქვეს, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს. ორგანიზაციაში დებატები შედგა და მომხსენებლებმა ქვეყანაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსი. აღინიშნა, რომ ოპოზიციამ პირობა დაარღვია და ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. დადებითად შეფასდა პანდემიის მართვისთვის გადადგმული ნაბიჯები.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
