საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ძალების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე. მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავების საკითხი. ხაზი გაესვა ასევე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
