მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი საქართველოზე
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, შეხვედრაში , რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. შეხვედრის მონაწილეებმა გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საქართველოზე საუბრისას კი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
