დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები
დებატები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში. ევროპელმა კანონმდებლებმა ბრიუსელში სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება და ამ კვირაში რეზოლუციის სახეს მიიღებს. დოკუმენტს აფასებენ ქართველი კანონმდებლები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გაესვა ხაზი ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს . მათივე თქმით ევროპელი დეპუტატების შეფასებებიდან ჩანდა , რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება . "ქართული ოცნების" წევრები აქცენტს აკეთებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კრიტიკულია ოპოზიცია მიაჩნიათ, რომ ეროპარლამეტში გაკეთებული განცხადებებიდან კარგად ჩანდა ის შენიშვნები რაც ეუთო ოდირს გააჩნია.
