"აზიის განვითარების ბანკის" ანგარიში
აზიის განვითარების ბანკის“ ანგარიშის მიხედვით საქართველო პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა ტურიზმი, კერძო სექტორი, ინვესტიციები და ექსპორტი . ყოველწლიურ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნა , ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ 19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, რაც აზიის განვითარების ბანკის ვარაუდით 2021 წელს შეიცვლება. პუბლიკაციაში საუბარია იმ ღონისძიებებზე , რაც საქართველოს მთავრობამ პანდემიის პირობებში ეკონომიკური მიმართულებით განახორციელა.
