ვითარება აჭარის რეგიონში
15 სექტემბერს ყველაზე მეტი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა კვლავ აჭარაში გამოვლინდა. ერთ დღეში რეგიონს 124 ინფიცირებული ჰყავს. აჭარაში დადასტურებულ შემთხვევებს კლასტერებად აღარ ითვლიან. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ შავიზღვისპირა რეგიონში ვირუსი მასობრივად გავრცელდა და სწორედ ამ პროცესს უკავშირდება გაფართოებული ტეტსიტრება. დღეს კოვიდ 19 აჭარაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მხარადამჭერსაც დაუდგინდა
