დებატები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში
ბრიუსელში ევროპელმა კანონმდებლებმა სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება და ამ კვირაში რეზოლუციის სახეს მიიღებს. დებატებზე პარლამენტარებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა , რომ საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორია ამბიციური შეთანხმებითა და მიზნებით.
