ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის 5 ბენეფიციარს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება. ბოლო პერიოდში დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა სწორედ ზღვისპირა რეგიონს უკავშირდება. ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან რვას პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არაა. ინფიცირებულებს შორის 5 არასრულწლოვანია.
