მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითად მოისნენიებს
ეს შეფასებები სააკაშვილმა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც უკრაინელმა საგამოძიებო ჟურნალისტებმა უკრაინის მთავარი რეფორმატორის საქმიანობის შესახებ კიდევ ერთი ფილმი მოამზადეს, სადაც საუბარია სააკაშვილის მიერ კორუფციულ გარიგებებზე და იმ ფაქტზე, რომ თანამდებობას სააკაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. უკრაინელი ჟურნალისტების საგამოძიებო მასალები სააკაშვილის თანაგუნდელებმა შეაფასეს. მათ ამ მასალას, კრემლის რიტორიკა და ნარატივი უწოდეს.
