2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიქმნა
კოდექსი ეფუძვნება 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს. დოკუმენტის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, რომელიც შეუერთდება დოკუმენტს.
