ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთსა და საფრანგეთში გამოვლინდა
1. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28 მილიონ 700 ათასს აჭარბებს. კოვიდ 19-მა უკვე იმსხვერპლა 920 ათასზე მეტი ადამიანი, 20 მილიონ 600 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე ინდოეთია, მესამეზე კი- ბრაზილია. ევროპაში კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთსა და საფრანგეთში გამოვლინდა.
