ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იმატებს
უკვე რამდენიმე დღეა კოვიდქრონიკა საქართველოში საკუთარ ანტირეკორდს აუმჯობესებს. 158 ახალი შემთხვევა, აქედან უმეტესობა აჭარაზე მოდის, გვაქვს ერთი ახალი კლასტერი და რამდენიმე შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია. შესაძლოა, რიცხვი შემაშფოთებლად ჟღერს, მაგრამ სპეციალისტები შფოთის საფუძველს სწორედაც რომ ვერ ხედავენ და გვარწმუნებენ, რომ ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
