“ქართული ფესტი”-ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც კიევში იმართება და ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას ეძღვნება
საგამოფენო სივრცეში სტუმრებს ქართული ალკოჰოლური სასმელების ისტორიას აცნობენ, მოწყობილია თემატური გამოფენა-გაყიდვაც, რომელიც ქართული ღვინის კულტურას ასახავს. ქართულ მუსიკას, ღვინოსა და სამზარეულოს უკრაინაში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ამას ადგილზე მისული სტუმრების რაოდენობაც ადასტურებს. “ქართული ფესტი” ორ დღიანია, ის უკვე მესამე წელია იმართება კიევში.
