თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა
ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. მისი მიზანი საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერებაა. შეთანხმებამდე ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
