ზაზა ლომინაძე და იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ
,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ინფრასტრუქტურა, ახალი სარეკრეაციო ზონები და სოციალური პროგრამები - ეს იყო საკითხები, რომლებიც მოსახლეობამ პრიორიტეტულად დაასახელა.
