ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრში გორია კორონავირუსი სარიტუალო ღონისძიების 3 სტუმარს დაუდგინდა
21 ინფიცირებულით გაიზარდა კოვიდ მონაცემები ქუთაისში, სამეგრელოში 28 ადამიანი დაინფიცირდა, კახეთში კი ერთი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. ამ წუთებში ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია გორი, ქალაქში შესაძლოა ახალი ქორწილის კლასტერი გაჩნდეს. კოვიდ 19 სარიტუალო ღონისძიების სამ სტუმარს დაუდგინდა, არც ერთი მათგანი ადგილობრივი არ არის.
