425 ინფიცირებული ექვს დღეში
აქედან 158 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა . ეს საქართველოს კოვიდ სტატისტიკაა. ამ მასშტაბის დადასტურებული შემთხვევები ქვეყნაში დღეს პირველად აღირიცხა . სპეციალისტები აცხადებენ, რომ მონაცემები საგანგაშო არ არის, რადაგან ეს პირდაპირ უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების დროულად გამოვლენილ კონტაქტებს და მათ იზოლაციას. ამ მონაცემების პარალელურად კლინიკებიდან მხოლოდ ცხრა პაციენტი გაეწერა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ 19 დაუდგინდა საუბნო საარჩევნო კომისიების სამ კონკურსანტს. ფაქტს ადასტურებენ ცესკოში და განმარტავენ, რომ სამუშაო სივრცეში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
