არქეოლოგიური მუზეუმი მცხეთაში
მიმდინარე სამუშაოებს ქართული ოცნების ლიდერები გაეცნენ. პროექტი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა და მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პროექტის ფარგლებში, შენობაში ინტეგრირებულ არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.
