მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს მმართველი პარტიის გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
გიორგი ხოჯევანიშვილი ამჯერად საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. კანდიდატმა პედაგოგებს განათლების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. თავის მხრივ, პედაგოგებმა პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. შეხვედრას ესწრებოდა კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე
