ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი ამჯერად ამომრჩეველს სოფელ კახათში და ქალაქ ზუგდიდში მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა და თავისი გეგმები გააცნო. ჩიქოვანი ასევე იმყოფებოდა გიგა ოთხოზორიას ოჯახში. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის თანამედროვე გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო.
