საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება
ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გააქტიურა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე მომხადრის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. სუსში განმარტავენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.
