კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში
კოვიდ გავრცელების რუკაზე საქართველომ დღეს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. 158 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში და ცხრა განკურნებული პაციენტი, ეს ჩვენი ქვეყნის კოვიდ რელობაა. ამ რაოდენობის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში პირველად აღირიცხა. აქედან ნახევარზე მეტი აჭარას უკავშირდება, სადაც ვირუსის შიდა გავრცელებასთან ერთად მასობრივი ტესტირება გრძელდება. დღევანდელი მონაცემების მიუხედავად სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
